სამყარო
ესა ვარ ბებო, რაცა ვარ, გალეწილი ვარ კალოზე, ხან მზემ მაცხუნა თაკარამ ხან ქარი მწეწდა სამოსელს. კეთილიც ვნახე, ბოროტიც, ავი თვალისა ცემაცა მაინც დამგესლა თუმცაღა არც არაფერი მემართა. სიტკბოც ვიგემე, ლამაზი ოცნებები თავს მეყარა, მთელი არსებით ვინდომე სიკეთის ნერგს რომ ეხარა. ღრუბლებშიც ბერვი ვიფრინე, აღმართსო მოსდევს დაღმართი, სულ ცოტა შემოგეშველე ბებო სამყაროს აღქმაში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი