იმედგაცვეთილი


ეს დღეც მიილია
ასე უდღეური,
ცაზე დაეკიდა
მთვარე გალეული,
სულში ქაოსია,
ფიქრი არეული,
აღარც შინაური,
აღარც გარეული.
თითქოს ის კი არა
ვინმე ორეული,
დადის ციცაბოზე
როგორც მთვარეული.
აღარც შიში იპყრობს,
აღარც გაოცება,
წარსულს შეფარვია
ყველა საოცრება.

ნუთუ სიყვარულის
არ ერგო ნამცეციც
ციცაბოს შეეწიოს
იმედგაცვეთლს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი