თვალის სინათლე
ქარს საწვიმარი ღრუბელი თან სდევს რადგან ბუნებამ ასე ინება, არ მეშინია ღრუბლის სიშავის და არც მივყვები მდორედ დინებას. ავქუხდები და ავშხუილდები, ხანაც დინებას ვაპობ პირისპირ, არ მოვდუნდები, დამენანაბა თვალს რომ მოვხუჭავ ფხიზელ ძილის წინ. განწირულს იქნებ უფსკრულშიც ჩავყვე იქაც შევმატებ სიმართლეს ძალას, მან ამიხილა ბრმასა თვალები და მოწიწებით მზის სხივზე დავალ. უღალატოა ის ერთადერთი თვალის სინათლე, სულის მალამო, თუმცა მწარეა ზოგჯერ სიმართლე გულო შენ მაინც აღარ დამალო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი