სინათლის სვეტი


ისე მწყურია ლაღი ღიმილი
ბაგებს გიკოცნი ატმის ყვავილო,
მზეო, შენს სხივებს თხილის გულივით
დაუმადლებლად ვიცი გამიყოფ.
წყაროვ, დაგყვები შვეული გზებით
მონატრებული შენს ხმა ანკარას,
დამღალა მღვრიე კაკაფონიამ
აღარ დავუგდებ ჩიტებს კაკანათს.
იმაღლე სულში სინათლის სვეტო,
წინ მედო წიგნი გადასაშლელლი,
ღვიოდეს გულში სიწრფელე ერთობ
აღარ მეჭიროს ხელში საშლელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი