მიყვარხარ
სიტყვა არ ამიწონია, არც ნემსის ყუნწში ვატარე, გულში სათუთად ნაზარდი ნაზ ნიავს გამოვატანე. ყური მიუგდე მის ჩურჩულს, არ მიწერია ეტრატზე, ვერც ვარსკვლავები მოვხატე ნისლით დაბინდულ ზეცაზე; მიყვარხარ ისე, უბრალოდ, როგორც ყვავილებს ცის ნამი, ჩემ სულში ჩაბუდებული ულამაზესი სიზმარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი