გაიხადე კაბა
ქალავ დაიგრძელე კაბა, და თავს ნუღა იღლი ფიქრით, შიშველ თუ იყავი ედემს, ერთი კაცი გყავდა შიგნით. ქალავ დაიგრძელე კაბა, ხორბალ მომაყარე წისქვილს, კითხვა არ მწადია, რა ვქნა, ფურცელ ამოხეულ წიგნის. ქალავ დაიგრძელე კაბა, და ნუ აბაასებ ამ ხალხს, უფრო ლამაზია ალბათ, ის რაც არსებობს და არ ჩანს. ქალავ დაიგრძელე კაბა, მკერდი არ შეიხსნა ქალავ, ვარდი სილამაზეს კარგავს, თუკი გადაპუტა ქარმა. ბრუნავს დედამიწის ბირთვი ვწერ და არ ვაჩერებ კალამს, ქალავ გააკეთე რაც გსურს, ქალავ გაიხადე კაბა. გიორგი ლეკვეიშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი