გეძებ


სკოლის მოსწავლეს ვგავარ,
გეძებ მერხიდან მერხზე.
ქალი, რომელიც არ ხარ,
გუშინ მეწვინა მკერდზე.
უკვე ძნელია თქმაც კი,
რომ დაგდევ მთად და ბარად.
შენ ერთი ღერი თმაც კი,
არ დაგვარდნია არსად,
რომ მეპოვნა და შემდეგ,
ჩამედო ნიშნად წიგნში,
რომ დამეწერა შენზე,
თუნცაც მესამე პირში.
რომ დაგდგომოდი კვალზე,
ვით მონადირე გედის.
რომ დამენახე სადმე,
თუნდაც სხვა კაცის გვერდით.
რომ პაემანი ბოლო,
ამოსუნთქვაა სიმწრის,
რომ განშორება მხოლოდ,
დიდმა გრძნობებმა იცის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი