გიორგი და ელენე


ჩვენ საერთო გვიდუღს ნება,
დაიკიდე ეს ელადა,
მე შენი ვარ კვაზიმოდო,
შენ კი ჩემი ესმერალდა.
ხელი მომეც,არ წახვიდე,
დაიკიდე ვინ რას იტყვის,
რომც დაცხეს და რომც აცივდეს,
იყავ სახე აფროდიტის.
ამ გზებს ერთად,ერთად დავძლევთ,
დაიკიდე ბედის ტყვია,
შენთვის ღრუბელს შევჭამ, დავლევ,
მე ზეზვა ვარ, შენ კი _მზია.
გველოდება ჩვენ ბერლინი,
დაიკიდე სხვა გზა-კვალი,
მე ვარ ბერი განდეგილი,
შენ ბეთლების მწყემსი ქალი.
ამფიბიად მაქცევს რისხვა?
დაიკიდე შენც ჰომ იცი,
ტუჩს შემახებ შენ პრინცესა,
დავბრუნდები შენი პრინცი.
ამ სამყარომ გააფრინა,
დაიკიდე ჰო მერე რა,
ხარ ბერძენი ქალი ფრინა,
ანგელოზი ხარ ჰეტერა.
მიწას სისხლი მოეფინა,
დაიკიდე რაც რომ წერონ!
_„გავიმარჯვებ ჟოზეფინა?“
_“გაიმარჯვებ ნაპოლეონ!“
ბევრს გეტყვიან ჩემზე აუგს,
საიდუმლოც მაქვს პატარა,
ის იძახის: - „ანტონიუს
არ დატოვო კლეოპატრა.“
ისტორიას რომ დავრჩებით,
რის ვენერა,რის ათენა,
სხვა დაწერს და ჩვენზე იტყვის:
„მე გიორგი, შენ ელენა.“

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი