დაბრუნება
ზოგჯერ ქალს ისე დაეძებს კაცი, ვით უსახლკარო სახლის გასაღებს, დაეკიდება ჯიხვივივით მკერდზე, როცა იპოვნის და შეიყვარებს. როცა პურს დაფქვავს ქარის წისქვილი, როცა ამოვა მიწიდან ყანა. როცა ხელს მოხვევს წელზე სიგრილის, ბედნიერების ჩვეული ხანა. ზოგჯერ ქალს ისე დატოვებს კაცი, ვით წიგნის კითხვას შუაღამისას. იმ იმედით რომ გათენდება და დარჩენილ გვერდებს გადაიკითხავს. და ჰა დაბრუნდა, ავლო ხის კიბე. ქოთნის ყვავილის ქვეშ გასაღები, მონახა,მაგრამ ვერ გახსნა კლიტე, ვერ ჩაამაგრა წიგნში სარჩევი. დაჯდა და ჩიბუხს შეუნთო ცეცხლი, დარდობს, რადგანაც კარგად იცის ეს : კარზე ბოქლომი გამოცვლილია და წიგნიც უკვე გადაიკითხეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი