სიყვარულის ბრუნება
ვარდებშია მარგარიტა დე სევრი, თაჯ-მაჰალში _ შაჰ-ჯაჰანის ბეგუმი, ასეთია ეს გრძნობა და საცერში, გაგატარებს სიყვარული ბეჩუნი. მისმა ეშხმა ხომალდები ჩაძირა, აირჩია ტროას პრინცი პარისი. მედეამ კი მზის პერანგი ჩაიცვა, და დააშრო სიყვარულმა ფაზისი. ინგას თხოვნით ცოცხალია მურტალო, კუკარაჩა აღარაა, გათვალეს. ფუნჯებს უსვამს ამადეო მუყაოს, და სიყვარულს უხსნის ჟანას ლურჯ თვალებს. რომეო და ჯულიეტა ჯვარს იწერს, კლეოპატრა იკარგება ანტონში. ხშირად ბოლო ასეთი აქვს ხარ-ირემს რქები ტყდება სიყვარულით ნახტომში რა იცოდა როზამუნდა კლიფორდმა, რომ სასჯელი ეწეოდა ცოლების. რომ ძნელია განშორების კოცნა და სიყვარულად გარდაქცევა ცხოვრების. ღმერთო ჩემო რარიგ დიდი დარდი მაქვს, ბავშვობის და ცარიელი სადგურის. სიყვარულო ნუ გადიხარ სახლიდან, სიყვარულო პირველ კლასში დაბრუნდი ! გიორგი ლეკვეიშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი