ცოლის მოტაცება


ხოხობი ხარ გორგასალის ნაპოვნი,
ყვავილი ხარ გაზაფხულის ენძელა,
არ გიზიდავს კაბა სხვების ნაქონი,
თუმც გამომყევ ცოლად მოდი ერთხელაც.
მერე რა რომ უკვე ჩემი ცოლი ხარ,
მერე რა რომ ხასიათი გადაგდე,
დამირეკე,გოგო თუკი მოდიხარ,
თუ არადა მოგიტაცო მაცადე.
აბა მითხარ,რა ჯობია გაფრენას,
ცხოვრობდე და არ აფრენდე?! მითია,
შენ თავს ვფიცავ,მოგიტაცებ ამჯერად,
შენი თავი ჯერ არ დამიფიცია.
ლურჯი კაბა არ ჩაიცვა,ხომ გეცვა,
არ გიზიდავს კაბა ვიცი ნაქონი,
ყვავილი ხარ გაზაფხულის ენძელა,
ხოხობი ხარ გორგასალის ნაპოვნი.
გიორგი ლეკვეიშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი