ფოტოები


ამ ფოტოებში მარტო ვართ,
ვკოცნიდით ბაღში ნარცისებს,
მახსოვხარ? დიახ მახსოვხარ,
მიყვარხარ? არა,არც ისე.
ხის უკან იმალებოდი,
მნახავსო იმის იმედად,
მომწონდი? დიახ,მომწონდი,
მომწონხარ? არა, იმდენად.
მე მოგიწყვიტე გვირილა,
შენ გირჩევნოდა მიხაკი.
_მიდიხარ?
 _დიახ მივდივარ !
_წამოგყვე?
_ არა იყავი !
ხელს არ გიშვებდი სახლამდე,
ვიდრე მზემ მთვარეს მისწერა.
ვიეჭვიანე? გაყრამდე !
თუ ვეჭვიანობ?! ისე რა.
აუხსნელ სიტყვად წამომცდი,
დაგტოვეთ შენ და მიხაკი,
ვნანობდი? დიდხანს ვნანობდი,
თუ ვნანობ ? არა და თან კი.
გსმენია?! ამდენს ბედავდე,
და არ გისრესდნენ შავ ყურძნებს,
გეძებ?! კი გათენებამდე,
მჭირდები ?! არა,გავუძლებ.
მას შემდეგ წლებმა იბარტყა,
თმები გამცვივდა ღერამდი,
მენატრებოდი ? “ვინა სთქვა” !
თუ მენატრები ?  ღმერთმანი!
მაგრამ შენ ისევ ისეთი,
ლამაზი ხარ და ნარცისი.
ქალი მყავს ? კი არაერთი,
თუ დაგიმატებ? არ ვიცი. 
ტაშს ყველა პოეტს უკრვდა,
ამ აღსარების გათქმამდე
გამოიხედე უკან ვარ,
ერთიდან ათის დათვლამდე.
გიორგი ლეკვეიშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი