ყავით სავსე ერთი ფინჯანი


ოთახში აღარ შემოუშვა მთვარე ჩიბუხით,
არც ვარსკვლავები ხელისგულზე აღარ დაისვა.
სჯობს მოიდუღო სიმარტოვე ჩვეულ სიზუსტით,
და როგორც ყავა თეთრ ფინჯანში ისე დაისხა.
და თუკი მაინც ვინმე გვერდით ურცხვად მოგიჯდა,
დაუსხი მასაც ცხელი ყავა_ შენი წარსული.
დალევს?!ხომ კარგი
თუ არ დალევს ღირდა მოსინჯვად,
ღირდა გაგებად დასრულდი, თუ ჯერ არ დასრულდი.
და შემდეგ გადი ოთახიდან, დარდი მოიცვი,
თუმცა ქუჩაში არ დატოვო რამე ნიშანი,
იარე ბევრი ოღონდ იმ სახლს,იმ სახლს მოცილდი,
სადაც დატოვე ყავით სავსე ერთი ფინჯანი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი