რევოლვერი


საიდუმლოდ შეინახე,
აკრძალული გრძნობის ქონა,
და დღე, როცა რევოლვერმა
დროზე ადრე გაისროლა.
საიდუმლოდ შეინახე,
წერილები უთავბოლო,
რომ ეს ლექსიც შენზეა და,
მე დავარქვი უავტორო.
თავი ვეღარ შევიკავე,
გამოვკარი თოფს სასხლეტი,
საიდუმლოდ შეინახე,
რომ გაკოცე და წავედი.
გიორგი ლეკვეიშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი