ტრიალებს
თუ გინდ იყავ მჩიბავი და მისანი... ეჭვს გაგიჩენს ამ ცხოვრების მიზანი. ვერ გავიგე დედამიწის ტრიალის, სანახევროდ დალეული ფიალის. ვერ გავიგე, ქურდი რისთვისღა ფარავს სახეს, თუკი სიკვდილს ვერ მოიპარავს. ვერ გავიგე ბავშვი რისთვის თამაშობს, თუ ზრდასრული თამაშს აღარ განაგრძობს. ვერ გავიგე სიტყვის თქმის და გატეხვის, დამშრალ ტბაში გადაგდება ანკესის. ვერ გავიგე ბრუნოს აზრი წამების, თუკი ბოლოს მაინც ხელს ვწევთ, ვთანხმდებით. ვერ გავიგე რომაული გართობის, ხალხის ხიბლი ამგვარ სანახაობის. ვერ გავიგე ვანგოგის და დავინჩის, მითუმეტეს ვერ გავუგე დარვინიზმს. მიყვარს ყავა ან რძისა,ან დარიჩნის, ჩაის უფრო გეახლებით ჩაიდნის. ვერ გავიგე რატომ ტირის სოფიო, თუ იქნება თან მშრალი თან ნოტიო. მესმის მხოლოდ მე ძახილი ბუების, მარცხის შემდეგ უთუოდ დაბრუნების.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი