დაური
მეკითხებიან მთიულნი, ვინა ხარ,თქვი,სადაური ? _ერთი ქართველი ბიჭი ვარ, აფხაზეთიდან_ დაური ! როგორც მეგრელი,ან სვანი, აჭარელი,ან რაჭველი, მეც ასეთივე აფხაზი, მეც ასეთივე ქართველი. პატარა საქართველოდან, დიდ საქართველოს მნახველი, "მე აფხაზი ვარ",_რომ ვამბობ, რად მეხუტება გამვლელი?! ამიტომ ვფიცავ ჯიშ-ჯილაგს, ყველაზე წმინდას_ დედაჩემს, ქართველი ვრჩები ქართველად, და ასე ვცდილობ გადავრჩე. ვთქვათ და გამიწყრა გამჩენი, იმ ქვეყნად დამხვდა ხმაური. იქაც ვიტყვი,რომ ბიჭი ვარ, საქართველოდან _ დაური. გიორგი ლეკვეიშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი