რაღაცნაირი ქალბატონია
რაღაცნაირი ქალბატონია, პირველყოფილის დაჰკრავს იერი, ბევრისთვის არის აკვატორია, გემშესაშვები და განიერი. შემოქმედება შემოლესილი, რაღაცით იგი ღვთაებრივია, ბევრი ვინმე ჰყავს შემოლექსილი, ბევრსაც პირიქით : ბუნებრივია. რა მიმოხრაა და რა ლავიწი, ეს რა მზერა და ეს რა ტონია, მომწონს ?! არ მომწონს ?! აი, არ ვიცი, რაღაცნაირია ქალბატონია. გიორგი ლეკვეიშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი