ჩემო ციცავ


ჩემო ციცავ, მერამდენედ უნდა მესიზმრებოდე,
ცხენზე იჯექ სულ შიშველი,თმა გეყარა თეძომდე.

მოგყვებოდნენ უკან მგლები,მხარზე გეჯდა არწივი,
გიყურებდი მქონდა ყელი,მოგრეხილი ყანწივით.

თუმცა ჯიხვის სისხლით ხურდა,
მონადირის ბეჭები,
დაგედევნე მაინც მსურდა,
გკეთებოდა ბეჭედი.

შენ კი ცხენით იტოვებდი,გურიის მთებს უკან და,
არ იცოდი შენი წასვლა,გულს თუ ვინმეს უკლავდა.

ვაგრძელებდი შენს მოძებნას,ლოცვითა და ვედრებით,
ხან მიმინოს ფრთებზე ვიყავ,ხან ხარს რქებზე ვედექი.

არსად ჩანდი,არსად ჩანხარ,ჩემო ციცავ გურიის,
არც ის ვიცი, ვისი ხარ და,ვის მიეცი გული ვის...

რაც დაგკარგე ერთადერთი,ფიქრით ვძვრები ჭიშკარში,
იქნებ გნახო, იქნებ გნახო ციცავ შემდეგ სიზმარში

გიორგი ლეკვეიშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი