კაცურად


ამიტომაც გეუბნები,
გეუბნები ქართულად,
თუ კაცურად ვერ იცხოვრე, 
მოკვდი მაინც კაცურად !
როგორც შეძლო,მზემ ღრუბელი
აიღო და გაწურა,
არვინ დახვდა წვიმის წვეთებს
ბავშვურად,ან კაცურად.
და სინდისმაც თავის ნავით,
შუბლის ძარღვთან გაცურა.
"რა რთულია ზოგისათვის,
რომ იცხოვროს კაცურად."_
თქვა და კარი,სახლის კარი,
ღრუბლის თვალწინ ახურა,
თავად დარჩა,როგორც კრავი,
მზის და წვიმის მსახურად.
ამის მომსწრე გეუბნები,
გეუბნები ქართულად :
თუ კაცურად ვერ იცხოვრე, 
მოკვდი მაინც კაცურად !

გ,ლეკვეიშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი