ბობი


დილით როცა გაგაღვიძებს მამალი,
და ის ძაღლი ფრინველზე რომ დაგერშე,
იტყვი წყალიც ჭიდან ამომავალი,
გემოს კარგავს პოეზიის გარეშე.
გადაიდებ ორლულიან თოფს მხარზე,
წკმუტუნს მეტად ვერ აიტან კურცხალის,
ინადირებ ორ კურდღელზე,ორ აზრზე,
თუმცა იცი შენზე სწრაფად კუც დადის.
ცა სიმშრალით როცა გადალურჯდება,
როგორც ენა ლექსებისგან მწყურვალი,
ხვდები წერით საქმე არ გაფუჭდება,
ხდები ყურძნის ერთადერთი კუმპალი.
მხარს გიმშვენებს მაინც ნანადირევი,
შენი ძაღლიც გაკვირვებით გიყურებს,
ბეჭზე ნაწერ ლექსის მამა ირმები,
რქებს ყოფენ და აშინებენ გიურზებს.
მინდვრის ზვავში გაგაჩერებს მედუზა,
აქვავებდა გეტყვის თურმე კენტავრებს,
როგორც პოეტს გესმის რადგან შენს მუზას,
უნდა ლექსის "კარცერ ლუქსში" გკეტავდეს.
გარს გივლის და თავზე გაყრის კესანებს,
ვით მსახიობს ხალხი ბოლოს სპექტაკლის,
შენ კი ტირი გულის ამოკემსვამდე,
შენი ლექსის და მიხედვით სცენარის
წახვალ სახლში, ქლოშინით და ბანცალით,
უკან მოგდევს "ბობი",მუქი კურცხალი,
მიგაქვს ლექსის ორად-ორი მარცვალი,
თუმცა იცი,შენზე სწრაფი კუც არი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი