დიეტა


"_ხვალიდან დავიცავ "დიეტას",
დღეს ამ ტორტს ერთ ნაჭერს წავაჭრი..
გადავჭრი უამრავ "დილემას",
კი, ასჯერ გაზომილს გადავჭრი.
ხვალიდან დავიწყებ ვარჯიშს და,
დავიკლებ უთუოდ წონაში,
უბრალოდ დღეს წვიმა არის და,
ხვალიდან ჩავდგები ფორმაში.
ხვალიდან არ მოვწევ ბოლოა,
ეს ერთი ღერიც და ეგაა.
არა რა... ზეგ იყოს, დავამთხვევ,
აღდგომა,ჰო მართლა,ზეგაა?!
ხვალიდან ტაძარში დავიწყებ,
სიარულს გპირდები უფალო,
დღეს კვირა არაა,ამიტომ სახლში ვარ,ამიტომ უბრალოდ.
ხვალიდან ვისწავლი კარგად მე,
ინგლისურს,ქართულს და ფიზიკას.
მე რა ვიპოვნე და დავკარგე,
ინგა მასწავლებელს ვინ კითხავს?!
ხვალიდან ვიშნოვნი სამსახურს,
ეს ფული "ნაგზავნი" ერთი თვე,
მითხარით როგორ არ მეყოფა,
ერთი დღე როგორ ვერ "მევითმენ"?!
ხვალიდან ჩათვალე შევეშვი,
სლოტებს და ამრიგად "ადიოს",
დღეს მხოლოდ იმიტომ შევედი,
არ ეთქვათ უტაქტო არისო. "
მიამბო ჩამხედა თვალებში,
თავიდან ბოლომდე
დასვრილმა,
ხვალ შევა,ხვალ შევა ტვალეტში,
დღეს უნდა იაროს ჩასვრილმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი