შინდისის გმირები
შინდისის გმირები ხელით როცა ტაძრისაკენ მიმყავდი, თაფლის სანთელს ტყვიით ჩამონათალო, შენ სულ რაღაც ოცი წლისა იყავი, ახლა თითქმის ორმოცის ხარ კაპრალო. ჩვენ ოდითგან გვიცხოვრია ალყაში, მტერი იყო,მითხარ განა რით მეტი ?! აქ შინდისში ჩვიდმეტი თუ მოვედით, ერთად გავალთ ან მოვკვდებით ჩვიდმეტი. სხვა გზა არ გვაქვს დაე ღმერთმა დალოცოს, ბედის კარი მონგრეული მუშტებით, ამ ყუმბარას ისე როგორც სამშობლოს, როგორც მშობელს ისე ჩავეხუტებით. ტყვედ ჩავრდნას გვირჩევნია სიკვდილი, თუ თავს ვწირავთ, თვითმკვლელები როდი ვართ ?! სჯობს დატოვოთ ივერია სირბილით, შინდისელი ქართველები მოვდივართ. ხელით როცა ტაძრისაკენ მიმყავდი, თაფლის სანთელს ტყვიით ჩამონათალო, შენ სულ რაღაც ოცი წლისა იყავი, ახლა თითქმის ორმოცის ხარ კაპრალო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი