ბარათლები
გთხოვ,ექვსი წლისა გამხადე, რომ კვლავ ვესტუმრო "ბარათლებს", ყანიდან ვწერდე ჩემს კლასელს, სასიყვარულო ბარათებს. გთხოვ ექვსი წლისა გამხადე, რომ კვლავ შევიდე სკოლაში, რომ შევეჯიბრო ძმაკაცებს, მუშტის და ბურთის სროლაში. გთხოვ არ შემცვალო დრო და დრო, ვგავდე ძველებურ შეძახილს, არ დამავიწყო თამბაქო, და მოედანი ნემსაძის, არ დამავიწყო მე სვირი, სანამ მივაღწევ ზამთრამდე, ოცდაცხრა წლის ვარ და ვტირი: გთხოვ ექვსი წლისა გამხადე !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი