პირველად მოვწიე
პირველად მოვწიე ვენახში, ძმაკაცმა მოპარა ბაბუას, მეორედ მოვწიე ყანაში, და ვგავდი პატარა პაპუასს! მესამედ მოვწიე გოგოსთან, მეოთხედ კი ხელიც ვერ ვახლე, მეხუთედ?! ჰო ისევ, გავბრიყვდი და ჩემი ფეხითვე ვეახლე. მოვწიე, მოვწიე, მოვწიე, ავყროლდი და სხვებიც ვაქოთე, და ასე მოვწიე ახლოში სიბერის და ნგრევის საქოთნე. °°°° ბოლოს კი როგორღაც შევძელი, ბუჩქებში ჩასულმა ის ღერი, მივაგდე, და აღარც ვეძებდი, წავედი სახლისკენ სიმღერით. და როცა სხეულმა ირწმუნა, თვალებს წაუგრძელდა კისერი, აიღო მეზობლის ბიჭუნამ, ბუჩქებში ნასროლი ის ღერი. გიორგი ლეკვეიშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი