ცხოვრება


ბებო ხე იყო წელში მოხრილი,
ტოტებს ვეკიდეთ შვილიშვილები.
ბაბუ წაქცეულ ხეს გაიდებდა
მხარზე და ვიყავთ ყველა მშვიდები.
და მაშინ როცა სახლი გაღუნა,
დრომ და ცხოვრების ავმა ჩურჩულმა,
ბაბუმ აიღო ხისგან ფიცრები,
და შეუყუდა ამ სახლს ზურგს უკან.
სულ რაღაც ორი წელის მიჯნაზე,
როცა ვერავინ ვერ იფიქრებდა,
შვილების სახლის გასამყარებლად,
მივიდა დადგა ბაბუც ფიცრებთან.
გიორგი ლეკვეიშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი