რიო-დე-ჟანეირო
რიო-დე-ჟანეირო ჩრდილი თუ გამომყვება, როცა მე დავსეირნობ, არ ვარ სან-ფრანცისკო და რიო-დე-ჟანეირო! ხანდახან თუ გამოვლენ ჩიხებიდან ჰუნები და ტალახს გაისვრიან ბრაკი რობინ ჰუდები. უმეტეს კი დავდივარ, როგორც ჩარლი ჩაპლინი, ჩემი ბასრი ლექსებით ავივლი და ჩავივლი. თუმც ვერ მამჩნევს მასების თვალწამხდარი პორტრეტი, მეც კედლებში დავძვრები, როგორც ჰარი პოტერი. კედლის იქით უარეს სურათს ნახავ მზისპირზე. წყალს არავინ დაგისხამს ჭიქაში და წისქვილზე. ყველა ცდილობს გაძვრეს და შენსას არც დახედავენ. ჰგონიათ, რომ გაჭრეს და ტოტს თავისას ხერხავენ. ჩრდილი თუ გამომყვება, როცა მე დავსეირნობ, არ ვარ სან-ფრანცისკო და რიო-დე-ჟანეირო! გ,ლეკვეიშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი