ტყუილზე დაფიცება


იზილება აყალო, თიხა ხდება ბიუსტი,
იჭედება ფოლადი, აბჯარად და მახვილად.
ვისაც უნდა წავიდეს, 
ვისაც უნდა მიუშვი,
ხშირად გვემშვიდობება ახლობელი მარტივად ! 
ხშირად მარტომ ჯობია ითევზაო ტბის პირას,
დაგიფრთხობენ ხმაურით სხვები ოქროს ლიფსიტებს.
ნუღა ითვლი თითებზე შენზე ვინ გაიცინა,
ანდა მერე ტყუილზე შენს თავს ვინ დაიფიცებს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი