ცოტნე


გადაირბენენ ჭალებს ცხენები
და მომიყვება ბაბუ მარნიდან, 
როგორ მირწევდნენ აკვანს მერცხლები, 
როგორ ავყავდი დედას აკვნიდან, 
როგორ დავლეწე კლასᲨი მერხები,
როგორ გამაგდეს მერე კლასიდან.
Ჩემი სოფლიდან ყველა წავიდა, 
Ჩემს სახლᲨიც უკვე აღარ არიან,
ვიბადებოდე ნეტავ თავიდან,
დედის მესმოდეს Ჩუმი არია,
ვიპარებოდე ისევ სახლიდან, 
ზვინᲨი მმალავდეს მუხის ნალია.
მიყვარდეს ისევ ის სოფლის გოგო,
მოყოლებული პირველ კლასიდან,
მიმყავდეს სადმე ხელით და ქოᲩორს,
დამივარცხნიდეს ტბათა სარკიდან, 
რუხი მგლებისას მივაწყდეთ სოროს, 
კომბალს მაწვდიდეს კომბლე  ზღაპრიდან. 
ვუმტრევდე ეშვებს რუხ მგლებს და ფასკუნჯს
მზე ამომყავდეს თიხის ჯამიდან,
აამღერებდეს ბებია ფანდურს
და ბანს მისცემდეს ბაბუ მარნიდან,
მეც მივაშურო ცხენების სადგურს,
შევსძახო ულაყს უნაგირიდან :
_ ჰე  გააჭენე  ამ სოფლის ბოლოს,
ამ სოფლის ბოლოს ტბასთან სახლია,
იქ ცხოვრობს ერთი სოფლელი გოგო,
არ იცის,თუმცა მიყვარს ძალიან,
მინდა მამამისს ნაბდით მოვტაცო,
და შენც აუშვებ ფაშატს თავლიდან
ჭენებ-ჭენებით და მინდორ-მინდორ,
გადაირბენენ ჭალებს ცხენები,
წყვილად და თუნდაც ცალკედ და თითოდ,
გამრავლდეს ჩვენი ანაბეჭდები,
მათაც იბრძოლონ,მათაც იცხოვრონ,
მათაც დალეწონ  კლასში მერხები...
აჰყავდეთ დედებს ჩვილნი აკვნიდან,
აკვანს ურწევდნენ მათაც მერცხლები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი