ქაშვეთთან წვიმდა


ქაშვეთთან წვიმდა 
და წვიმას წითლად,
ღებავდნენ სისხლით ახალგაზრდების,
ტაძარში ვიღაც
ხატის ქვეშ იწვა,
და ფეხით ედგნენ ავაზაკები.
მიწიდან წვიმდა,
როგორაც წინათ,
თუმც ვერ აქრობდა წყალი ჩირაღდნებს,
რომელიც ხელით
ქაშვეთში მიაქვს,
ახალგაზრდებით სავსე მდინარეს.
მიწიდან წვიმდა,
ნუ მკითხავ ვინ და
რამ დააყენა ფეხზე ქართველი,
იქნებ ჩირაღდნის
ცეცხლმა და სხივმა,
რომ გაანათა მთელი ქაშვეთი,
ქაშვეთთან წვიმდა
და მახვილს წყლისას,
ეცეკვებოდა გოგონა ხორუმს,
რუსთაველიდან
ხალხი დაიძრა
და მიაღწია ცხინვალს და სოხუმს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი