კითხვა


... ცა ღამურას ფრთასავით
ირკალება ირიბად,
და ეულმა მთიებმა
ნისლი შემოირიდა,

სიკვდილი თუ სიცოცხლე,
რა იწყება მთის აქეთ,
რით თავდება ამგვარი
სწრაფვა სინათლისაკენ?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი