ერთხელაც წამომივა ცრემლი


ერთხელაც ცუდი დღე გამითენდება
ერთხელაც ხალისი დამიბერდება
იმ დღეს ჩემ ხალისს წამალი დასჭირდება
იმ დღეს ჩემი გული  არც კი გაბრწყინდება

მეგობრის ხუმრობაზე ვერ გავიცინებ
უხასიათობისგან ვერც გავიღიმებ
ის ტკბილი სიტყვები იმ დღეს ვერ გამათბობს 
რომც დამალევინოთ სევდა არ დამათრობს

იმ დღეს ჩემ ყველა ცოდვას ვინანებ
და მეგობრებთან ყოფნას ვინატრებ
იმ დღეს ჩემს სევდას დავაჯენ საჭესთან
მე კი დავჯდები უკან ფანჯრებთან

იმ დროს არ იქნება ჩემთვის ცხოვრება
ბევრ რამეს დაკარგავს ჩემი გონება
დასავიწყარსა მივცემ სიხარულს
დაუვიწყარსა ვინანებ სიყვარულს

საყვარლის მზერა ვეღარ გამათბობს
მისი ღიმილი ვეღარ დამადნობს
ჩემი მიზანი მე აღარ მექნება
ჩემ ცხოვრებას აზრი აღარ ექნება

უცებ ჩემი გული ამიჩქარდება
გონება შავ ხვრელში ჩამივარდება
ისე მოვიქცევი რომ არ მოელი
და ერთხელაც წამომივა ცრემლი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი