რით დაგეხმარო


ამას რას ვხედავ აქილევსი დაეცა
იქით ვხედავ რომ მოჰკლეს ცეზარი
ტროას ცხენიდან მეომრები დაესხა
სპარტელმა ქსექსეს დასცა თავზარი

ახლა კი ვხედავ ლამაზსა ვარდსა
ვხედავ ამ ამბის გმირს თაფლივით ტკბილს
მაგრამ ვერ ვუჯერებ ჩემსა თვალსა
ამ სრულყოფილებას რაღაც სჭირს

ვხედავ თუ როგორ სჭკნება ფოთლები
წითელი უბრალო ნაცრად იქცევა
ნელა ივსება ნაცრით გოდორი
არ იკარგება მისი მტკიცება

სად არის მისი ეშხი ძუ ლომისა
სად არის ის ჩემი ტკბობის წყარო
სად არის ღიმილი ჩემთვის ტრფობისა
შენ მე არ ვიცი რით დაგეხმარო

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი