ნოემბერი
ნოემბერს მეტი გსაქანი მისცეს წვიმებმა ახლა კი ქარიც აჰყოლია მოდურ ამინდებს ფოთლებმა ტოტი მიატოვეს როგორც შვილებმა მიატოვეს და მარტოობის ძილით გარინდეს და ეს ის დროა, რასაც ყველა ნატრობს პოეტი ამღვრეულ გულით უყურებენ ამინდს არეულს თვითონ ბუნება აზელილი ფერთა მოლბერტი დაგისაკუთრებს გაწერინებს ლექსებს ღამეულს და ღამეს მოაქვს ჩვეულებრივ ათასი ფიქრი ასე რომ მექნა, ის რომ მეთქვა, მაშინ რომ, მაგრამ,... შემოდგომაა, ნოემბერი და უკვე ვიცი სადღაც ერთ თვეში დეკემბერი დაიწყებს ბარდნას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
მშვენიერია