თეთრი ფურცელი
მომჩერებიხარ, თეთრო ფურცელო, თეთრი თვალებით და თეთრი თმებით, შენ არ იცვლები, შენ ხარ უცვლელი, მე ვილევი და ნელნელა ვქრები. ვერც დაგამჩნიე დიდი წუხილი, ვერც დაგამჩნიე ვაება ვრცელი, მე ძლეული ვარ, მე ძლეული ვარ, შენ ხარ უტეხი და უძლეველი. რომელი წუთის, რომელი წამის დაგასვა დაღი ელვისნაირი, რომ სამუდამოდ დარჩეს თვალებში შუქი, რომელიც ახლა ჩაივლის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი