არ შევხვედრივარ
არ შევხვედრივარ დღეებს ავდრიანს, არ ამტკენია გული ღალატით, ჩემი გზა სოფელს გასცდა ადრიან, ვით სამლოცველოს მწირის ღაღადი. ახლაც შევხარი მაღალ სიმინდებს, გული მამის სახლს ისევ მოელტვის, სოფლიდან წამყვა მამის სიწმინდე და უწყინარი ალღო პოეტის. წაველ და უკან ვერ მომიხედავს, ჯერეთ სადა ვარ, რა გზა გავლიე, გუშინ აქ მამა ნაბადში მხვევდა, გუშინ აქ ვწნავდი ლამაზ გალიებს. ახლაც შევხარი მაღალ სიმინდებს, გული სოფლისკენ ისევ მიილტვის, აქედან წამყვა დედის სიწმინდე და უწყინარი ალღო პოეტის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი