გაფრინდი გულო
ყვავილის სურნელი დაგათრობს, მთებისკენ გაფრინდი, გულო, ვერ ნახავ ამაზე ლამაზ დროს, გაზაფხულს შესცინის ხულო. აპრილის ჟუჟუნა წვიმები ნაზ ყლორტებს ასველებს, შაქრავს, წყაროებს გაუბამს სიმები: გაზაფხულს ვეახლოთ მაყრად. სიმღერა მოვტაცოთ ჩანჩქერებს, ნექტარი _ ენძელას, იას, სიმარდე _ მდინარის ლაღ ჩქერებს და ფრენით გავასწროთ ნიავს. იქ შრომის ზეიმი გაჩაღდა, ტყეების შრიალი გესმის? გუშინ რომ ფიქრებში ჩასახლდა, წავიღოთ ის ტკბილი ლექსი. ასე მზე სხივს აფენს მაღლიდან, მთებისკენ გაფრინდი, გულო, თორემ დრო... თორემ დრო წავიდა, გაზაფხულს შესცინის ხულო
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი