შორს,გაშლილ ზღვაში
გემს დაედევნა თეთრი თოლია, ვით გაშლილ ზღვაში მე შენი ფიქრი, როცა გავცილდი მწვერვალს თოვლიანს, როცა ხმელეთი გაქრა, ვით ფიფქი. თან გამყვა შენი ცრემლი, ამბორი, შორს, გაშლილ ზღვაში ხსნად და იმედად, თითქოს ჩურჩულით ისევ ამბობდი: ასე უღმერთოდ ვინ გამიმეტა. ჩემს ყურთან ისევ სწყევლიდი თითქოს, ძვრფასო, ქვეყნად გაჩენას ქალად, რომ მე წავიღე ოჯახის სითბო, რომ მე წავიღე ოჯახის ძალა. ნუ დაგაღონებს ავყია ჭორი, მე გაშლილ ზღვებშიც ჩვენს ტრფიალს ვუვლი, გწამდეს, რაც უფრო მივდივარ შორით, მე შენსკენ მეტად მომიწევს გული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი