ჩემი აკვანი


,,როცა ბავშვი ცარიელ აკვანს არწევს,
მალე ან და ან ძმა გაუჩნდებაო”.
ხალხური

თურმე იმ ხნიდან, როცა ბაბუა
მეფერებოდა ხელში აყვანით,
როცა მეძახდა ყველა აღუას,
შემყვარებია ჩემი აკვანი.

მივფორთხდებოდი აკვანთან, ჰოდა,
ხითხითით რწევას ვიწყებდი როცა,
დას, ძმას ელისო, ბებო იტყოდა
და წარმოთქვამდა მხურვალე ლოცვას.

და წითლდებიდა საბრალო დედა,
დედამთილი კი ხარობდა იჭვით,
ოცნება,
იჭვი,
დღეებს მისდევდა
და ვიზრდებოდი ერთაი ბიჭი.
ლოცვას, კურთხევას, სად ჰქონდა ძალა,
ან ვისი ბედი დაწერა ზენამ,
დედა სულ მალე გარდაიცვალა,
გაჰქრა დიდედის ეჭვიც და ლხენაც.
თუმცა, დღეს გზაზე არ დავალ
მარტოდ,
მაგრამ ბედთან კი ბოლომდე ვდაობ,
გული მეთუთქვის თუ ვინმე ნატრობს,
მყოლოდა ძმაო,
მყოლოდა დაო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი