ჩემი დღევანდელობა
გარეთ თბილა, სულში ხომ არის რწმენის მრთელობა, მწვერვალისკენ მიმიხმობს, ჩემი დღევანდელობა. მაღლა, მაღლა, საფრნად, გული მიესწრაფება, ქარმა ნისლი გაფინა, აბრეშუმის ძაფებად. ნაკადულნი გაბმულან მოხმიანე სიმებად, მიწა დააბუმბულა, სამაისო წვიმებმა. დაიმონა, დამამხო, წყაროების ნანამა, გაზაფხულის ბალახო, ცრემლმა შენაც დაგნამა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი