ტაძარო, ზეცისავ...
ნისლში ჩაძირული, ცამდე აწეული ლოცვად დაგიდგები ტაძარო ზეცისავ, მუხლმოდრეკილი და ხელებ აპყრობილი ჩემ ერს შემოგვედრებ, დედაო ღმრთისავ. დალოცე ქართველი, მიეცი მხნეობა ჯანი მრთელი და მგლური გამძლეობა, გულის სიმტკიცე და სულის განახლება, ქართული ჯიშის კვლავაც გამრავლება. მლოცველი მიეცი, ბერები ღვთისნიერი, ვაჟკაცნი გვიმრავლე დედის თვინიერი , ხელმწიფე გვიბოძე ჭკვიანი, გონიერი, ერს კი მიანიჭე მადლი შენმიერი. მოგვეცი უნარი მადლობის და ქების, პატარა სადიდებელის, პატარა ლექსების, თქმის და წამღერების, გულის გახარების, ქართველი კაცის ლხენის, გალაღების.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი