ახალი წელი


მოგილოცავთ ამ ახალ წელს სიხარულით სავსეს!
ზეიმით რომ შევეგებეთ, გულს რომ ძლიერ ავსებს.
სიტკბო, სითბო და ხალისი უხვად დაგვაბერტყა,
მიხარია, კიდევ წელი გაგვითენა ღმერთმა ...
მინდა შენ რომ დამებედო ანგელოზი წმინდა,
თოვლის ფიფქის ოდენა ხარ, ჩემი გულის ციდა...
უფლის მიერ ნაბოძები საჩუქარი დიდი,
გუშინ გახარებული ცაში ფიფქებს ვთვლიდი...
მინდა რომ შემომეფეთო, როგორც ცივი სიო,
შენს ნაკვალევს მზადა ვარ სიხარულით ვდიო...
მსურს ფერები ღვთაებრივი დავინახო შენში,
მაგრად, მაგრად მოგეხუტო, აგიტაცო ხელში...
არ დაგტოვებ წინა წელთან, გამომყევი თან,
ასე გახარებული სულის ხეებს ვრთავ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი