კათალიკოსო
კათალიკოსო, მრავალჟამიერ! მრავალსა წელსა იყავ ბედნიერ! უფლის რჩეულო, ღვთივ' კურთხეულო, სიყრმითგან სიბრძნით გამორჩეულო... დალოცე ერი ... აღკცეცე ბერი... იყავი მარად სულ ბედნიერი... წინ წაგვიძეხი დაგვსახე ჯვარი, მრავლად აშენე უფლის საყდარი... მოჰკალი გველი და განვლე ველი... გადაიარე ვრცელი უდაბნო... მითხრეს, ილოცა თურმე უხვადო... ამბობენ, ხალხს ის ძლიერ უყვარსო... მითქმა-მოთქმაა, დადის ჭორები, თურმე არსებობს ზეცას ომები... და იქ ზეცაში იბრძვის ილია, მის' სული ბრძოლა გადახდილია... გისურვებ ცხონდე, სულ მუდამ ბრძოდე, აგსულებოდეს ნალოცი ყველა, ტაო-კლარჯეთში და აფხაზეთში ჩვენი ისმოდეს გალობა ზენა ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი