დედა...


ერთ ცივ საღამოს
მშვიდსა სოფელში,
თოვლმა დაფარა თურმე ყოველი,
პატარა ქოხში დედა კანკალებს,
ეტყობა ჯავრმა დაჰრია ხელი...
გულჩათხრობილი ჭაღარა ქალი
თვალზე ცრემლს იწმენს ღვარად დადენილს,
ზღაპარს უყვება სიცხიან ყმაწვილს,
ადრე მოსმენილს, ამბად გაგონილს...
თურმე სოფელში დადის სახადი,
ვისაც შეხვდება ვაი მის ბედი...
ძლიერ რთულია მისი ატანა,
სიკვდილის პირას იცის მიყვანა...
ამ პატარასაც უმუხთლა ბედმა,
ძლიერ დაადნო ხუნაგმა ვაჟი,
ფერი იცვალა ლამაზმა გედმა,
კანკალი ატყდა სულსა და ხმაში...
თვალები ეწვის, ერევა ძილი,
ძლიერ მწუხარებს-ავად ჰყავს შვილი...
მისთვის ლოცულობს, არა ბუტბუტებს,
ხმა გაკმენდილი მის სუნთქვას უსმენს...
უცებ მოდუნდა ირგვლივ გარემო,
სითბო შემცირდა, ქარის წუილს კი ცეცხლი ჩაექრო...
ვერ შეძლო ქალმა დასძლია ძილმა,
და დრო იხელთა მრუდმა სიკვდილმა...
ეწვია ბიჭს და წარტაცა სული,
დედას მოუკლა მტკივანი გული...

II

თოვლი მოსულა ქვეყნად მუხლამდე,
თან ყინვა ახლავს სულთა ხუთვამდე,
ჯერ ზედ არა სჩანს კვალი კაცისა
წიოკი ისმის ცივი ქარისა ...
როს გაიღვიძა საწყალმა ქალმა,
თავი ასწია ვით კარგმა მთვრალმა...
ადგა, დაადო ყური შვილის გულს
და ცრემლი წასკდა საწყალს და ბედკრულს...
მოუკვდა შვილი მას ერთად' ერთი
მისთვის დღეს გაწყრა ბედი და ღმერთი...
პირქვე დაემხო, დაიწყო ოხვრა,
მას თანაუგრძნო მისსავე ქოხმა,
შეიძრა ზეცა, ატირდა ყინვა,
ერთხმად აღმოხდა სულ ყველას გმინვა...
დიდხანს ტიროდა პატარა ქალი
უთანაგრძნობდა მას ავი ქარი...
მერე წავიდა გათხარა მიწა,
რომელ მიწაშიც მის შვილი მიწვა...
ხშირად ნახავდით მოწყენილს, მტირალს,
ის ყოველ დილით საფლავზე მივალს...
ასე გალია მან ეს ზამთარი,
თოვს უკვალავდა შავი აფთარი...
მარტში დაიწყო გამოდარება,
ქალი მწუხარი კვლავ მებრალება...
დადნა თოვლი და აყვდადა ია,
ქალი საბრალო მთლად გაილია...

III

ერთ თბილ ზაფხულში ქალი საბრალო,
კვლავ მიეახლა შვილის საფლავსო...
ამბობენ თურმე ღამე ათია,
და ჩაეძინა, როს მოიწია განთიადია...
ჩვილის ტირილმა გამოაღვიძა,
ამ ხმამ საბრალო კიდევ ატირა...
ძაღლს უპოვია გოგო თვეების
და რაც მას უვლის არის დღეები...
იპოვა ქალმა საბრალო ბალღი,
გულში ჩაიკრა, შინ წაიყვანა,
გული გაუთბა რომ დაინახა...
გაზარდა, როგორც თავისი შვილი,
მით გაიქარვა ქალმა ტკივილი...
ყოველ საღამოს დედა და შვილი
ადიან, ჰხედვენ ვაჟისა საფლავს,
მის სულს ლოცავენ და ავედრებენ ტაძარს და საყდარს...
დგანან ტაძარში, როგორც გმირები,
საფლავზე ააქვთ მუდამ ტიტები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი