ემიგრანტის ფიქრები


ჩემო ერო მომენატრე, შორით ვუმზერ შენ საყდარს...
დედა ბეძო შენს მადლს ვითხოვ,
მეტი საზრდო მე არ მყავს...
მაგონდები დედი' ჩემო რომ მლოცავდი ფერებით,
გახსოვს ბარგს რომ მილაგებდი, ცრემლით დამბალ ხელებით?!
გზად წამოსულს გადამსახე ჯვარი ქრისტე ღმერთისა,
საზღვარ' გარეთ ვინც გავიდა ყველა გულით გეტრფისა...
მომაძახე შენი ლოცვა-უფრო სულის ძახილი...
შვილო, მალე დამიბრუნდი, შენი ისმის ხმა ტკბილი...
კარგი დედი, მალე მოვალ, არ დაგტოვებ ეულად,
უკვე ძილშიც თქვენ გიყურებთ, გადავიქეც გრძნეულად.
ჩაველ უცხოდ, უცხოს შვილი, არავინ მყავს პატრონი,
გზა ხელებით გავიკაფე, არ ჩანს გვერდით დამდგომი...
რომ წავედი თან წავიღე ერთი გოჯი მიწისა,
ცოდო არის ყველა ვინაც განშორება იცისა...
მელის დედა, ველი ვიზას, რომ დავბრუნდე სახლში,
მაგრამ რავქნა, ღმერთო ჩემო,
აზრი გამიწყდა თავში...
არ ჩანს ჩემი ხსნა სულისა,
ვდგევარ ცრემლმორეული,
ვტირი, შენ მენატრები, მაქვს თვალები ამღვრეული...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი