ნათლისღება
დღეს განცხადდა ქრისტე ღმერთი, მოხდა სასწაული დიდი, ქერუბიმთა თაყვანი სცეს და გალობა იწყეს მშვიდი. ხმა მამისა ამტკიცებდა ქრისტე ღმერთის სინამდვილეს, მაცხოვარი ქადაგებდა, სიმშვიდეს და სინატიფეს. მოიწია ჟამი ტკბილი, უკუნ იქცა იორდანე, ნათლისმცემლის მოსმენისას, დარცხვენილმა ცრემლი ვღვარე. მოწევნულა განსაცდელი, ახლოსაა ჟამი მწარე, დღეს იესო მოინათლა, გახარეთ და გავიხარე. ქადაგებდა იოანე, სინანულს და მორჩილებას, უფალი კი გვასწავლიდა სიყვარულს და მოთმინებას. ჩვენს გულებშიც განცხადდი გვიწინამძღვრე იესო, უფლის მადლი, წყალობა ქართველებზე ჰგიესო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი