ნუ დამშორდები....


ნუ დამშორდები უფალო,
შენი ნუგეში მჭირდება,
ხელი მომკიდე წაქცეულს,
ვიცი არ გაგიჭირდება.

ღმერთო, სიწრფელე მომმადლე,
გული ამივსე გრძნობითა,
უმალ ბოროტი განდევნე,
ჩუმი და უტყვი ხმობითა.

გზა გამიკვლე, დამლოცე,
მამყოფე ქრისტიანადა,
სული მიცხონე უფალო,
ამას გთხოვ გარდუვალადა.

შენთან მომკერძე ადგილი, 
შვილი ვარ შენი უძღები
და მომიტევე ცოდვები,
მრავალ' ფერ მყოფი, ვხუნდები.

ერთსაც შეგკადრებ იესო,
მსურს შემოგვედრო იბერი,
შენ დაიცავი ბედკრული,
ქართვლისა ერი და ბერი.

ლოცვა ნამდვილი გვასწავლე,
თავი გავწიროთ ძნელია,
დიდ წინაპართა სულები,
მოხსენიებას ელიან.

როცა მოკვდება რჩეული,
თვალებს იხოკავს ყოველი,
მის სულის გადასარჩენად,
უფლის წყალობას მოველი(თ).

ჩვენც შეგვეწიე, გვაცხონე,
გვსურს გავამრავლოთ ტალანტი,
შენით ვსაზრდოობთ მააცხოვარ,
შენს წინ გზა ჩვენი არ არის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი