მარტობა
ქარებმა დღესაც ჩამორეკეს ბარში ღრუბლები, ვიცი, რომ მარტსაც უძნელდება ჩემსავით წასვლა. არავინ იცის ჩემზე კარგად მარტის წუხილი წახვიდე მაშინ,როცა ბევრი დაგირჩა სხვა სვლაც. შენ კი დღეს ალბათ ძველებურად გახსნიდი სარკმელს, შეისუნთქავდი ნამარტალებ ნესტიან ჰავას, მერე საჩემოდ გამზადებულ რუტინულ სათქმელს შაქრად უზამდი ორის ნაცვლად ერთ ჭიქა ყავას. უძილო თვალებს მოიბანდი ანდაც მასევე გადაიცვამდი ჩემს ნაჩუქარ სადა მაისურს, რომელსაც ფერი დაუკარგავს ამდენი რეცხვით გაფითრდა მაგრამ ჩახუტება ვიცი მაინც სურს. გამოიცვალე საცხოვრისი უფრო ახლოს ხარ, ეს ფიზიკურად, სულიერად სულ მთლად დავშორდით ტყავის, ყავისფერ,ძველ ფურცლიან ბლოკნოტს ახსოვხარ ახსოვხარ აზრებს , მოგონებებს, ახლოს და შორით. არასდროს დაგცდეს მარტის წასვლა აპრილი მოსვლა ყველა ამბავს ხომ ბოლო სიტყვად "დასრულდა" ერთვის ვაცადოთ ამ მარტს სანამ დროა წამოგვაწვიმოს მარტი ამდრომდე დასარჩენად აპრილს რომ ებრძვის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი