შენი თმების ალუზია
ტროტუარს ემჩნევი ფეხსაცმლის ლანჩებად ხეები შენს სურნელს მალავენ კვირტებში დღეს ისევ გადაჰყვა ნერვები ამინდებს აზრები საფეთქლებს უტევენ რიტმებში. რიჟრაჟზე საწოლში დაწყებულ შენს ძებნას მკლავები ჩვეულად წაგებით ამთავრებს, შეიკის რვა ნომერ სუნამოს არომატს ცხვირში ვგრძნობ,ძილს მიფრთხობს,მძინარე ნამთვრალებს. ვიღვიძებ ვირეცხავ მკრეხელურ ზმანებას წყალს ვატან წუხანდელ ჩვენ შორის ნაჩმახარს და მერე სახეზე ნიღბიან კლოუნის ღიმილით მივყვები ქვაფენილს ნათხარს და... ტროტუარს ემჩნევი ფეხსაცმლის ლანჩებად მილიონ სახეში შენს სახეს ვაცეცებ შორს სადღაც გამკრთალი ოქროსფერ დალალი მიხშირებს სუნთქვას და მოლოდინს ვაფეთებ. მეასედ ჯვარცმული იმედის მისხალი მეასედ ჩამოვხსენ მე ამ წამს ჯვარიდან და უკვე რამდენჯერ დადებულ პირობას ისევ ვდებ, "არავის მოვძებნი ხვალიდან". ეს ახლა როდესაც ჯერ კიდევ აქახარ როდესაც ვიცი რომ გვიანი არარის ოღონდაც დამირჩი,ჩემს ახლოს შემორჩი იმედი მიცოცხლე,ოქროსფერ დალალის. ლევან კეკენაძე 23/04/19 03:29
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი