❂❂ ქართველთა ხმა ❂❂
ავტორი: ლევან სემანი ჩრდილოეთიდან დაძრულსა ზვავსა გადმოუვლია ზღუდე მთებია, თვალ სიავეთა ზვავებს მოუძღვის ლეშთა შთანთქმელთა სვავთა ლეგია. ჩრდილოეთიდან მოვარდნილ ზვავებს მოუნგრევიათ ბურჯი კელია, და აღემართნენ ზღუდედ ზვავებზე — შოთა, აკაკი, ვაჟა, ილია. ჩრდილოეთიდან წალეკილ მინდვრებს ციდან დასცქერენ სვავები, კვირტებს და საოცრების მნახველი — იქცნენ აყვავებულან მინდვრები. აყვავებულან ველები, თან საოცარი ჰანგები, თან საოცარი ამბები… მათ განერიდნენ ზვავები, მათ განერიდნენ სვავები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი