მაშასადამე
რაღა დროს ბოღმა და შფოთია, უკვე ვერსად გადავშენდებით, იქნებ უფრო მეტად გიყვარდე, ვიდრე სულ მთლად გაგითეთრდები... დავლევ და... ისევ ამბობ, - "ლოთია!" მიბრძანებ? - მთვრალი ვარ და გნებდები... არ იმჩნევ, მაგრამ განა ვერ ხვდები, - შენ და მე ღვინოსავით ვძველდებით... ერთ დღესაც გულს გატკენ, თან - როგორ! დარდად, ცრემლად აგიფეთქდები... იცოდე, დროა - მეტად გიყვარდე... მაშასადამე... ვბერდებით!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი